ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი ექიმის გამოკითხვით გაგრძელდება- გამოიკითხება თავად ბრალდებულიც

06.08.25 11:47
ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი ექიმის გამოკითხვით გაგრძელდება- გამოიკითხება თავად ბრალდებულიც

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კერძოდ, სასამართლო პროცესზე 2 მოწმე მისცემს ჩვენებას, მათ შორის ექიმის, რომელმაც დადო დასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, რის გამოც, რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ ბრალდებული სამედიცინოდ აწესებულებაში გადაეყვანათ.

პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ანტონ ჩეჩინიც, რომელიც გამოიკითხება და თავად მოყვება იმ პროცესებზე, რეაც მას გადახდა.

მტკიცებულებათა გამოკვლევა გრძელდება, დაიკითხება სამედიცინო რეკომენდაციის გამცემი პირი, რაც უკავშირდება ანტონ ჩეჩინის ჯანმრტელობსი მდგომარეობას, ვგულისხმობ ნეიროქირურგს. ის სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს მისი ჯანმრთელობის შესახებ და ასევე თავად ანტონ ჩეჩინი თვლის, რომ მნიშვნელოვანია თავადაც დაიკითხოს და აპირებს, რომ მისცეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია სასამართლოს, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.