აქცია მერიასთან- კალაძის უწყებასთან ის საჯარო მოხელეები მივიდნენ, ვინც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს

06.08.25 11:59
აქცია მერიასთან- კალაძის უწყებასთან ის საჯარო მოხელეები მივიდნენ, ვინც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს

აქცია მერიასთან-კახი კალაძის უწყებასთან ის საჯარო მოხელეები მივიდნენ, ვინც სამსახურიდან მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები მერიაში არსებულ დევნაზე საუბრობენ  და ამბობენ, რომ ეს უწყება მოქალაქეების ინტერესებს არ ემსახურება.

აქციის პარალელურად  მერიაში კახი კალაძე თბილისის მთავრობის სხდომას  მართავს.

ამ მერის სლოგანია, მეტი სიკეთე თბილისს, რომელია მეტი სიკეთე, როდესაც 90-ზე მეტი საჯარო მოხელე, კონსტიტუციის დაცვისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან? მათ შორის იყვნენ მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ერთადერთი მარჩენალები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სლოგანი არის ადამიანები შეურაცხყოფა და დაცინვა, რომელიც ბევრი წელია, გრძელდება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.