მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს - გარეთ აქციაა

06.08.25 13:18
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს - გარეთ აქციაა

 

 

საბადრაგო სამსახურმა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადებს. 

მოსამართლეს სამი არჩევანი აქვს:

  • გაუშვას 6 წლით ციხეში, ქალი ჟურნალისტი, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსმა, სილის გაწვნის გამო უჩივლა. მეორე ვარიანტი, მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ნინო სახელაშვილმა დალავებულს ბრალი გადაუკვალიფიციროს. 

ვერდიქტის გამოცხადება  მოსამართლეს დიდი  აქციის ფონზე უწევს: ბათუმში   ჟურნალისტის სოლიდარობისთვის შეკრება უკვე დაწყებულია. 

"თავისუფლება მზიას" - სკანდირებენ დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერები. 

ნონო ზაუტაშვილი, რომელიც მზიას პროცესებს ხშირად ესწრება "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი, კრიტიკული, სანდო, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის მოსპობაა. 

მათ უნდათ, ამ ტიპის ჟურნალისტიკა მოსპონ, უნდათ დაანახონ საზოგადოებას, რომ მათ ვერავინ დაიცავს - რომ ის არის უძლეველი. 

არ არსებობს სახელმწიფო ჟურნალისტიკის გარეშე - ეს პირველ რიგში სახელმწიფოსთვისაა საჭირო"- თქვა ზაუტაშვილმა.