ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ის კლინიკა "მედცენტრში" მოათავსეს

08.10.21 23:58
ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ის კლინიკა "მედცენტრში" მოათავსეს

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკა მედცენტრში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა ექიმების მიერ შეფასდა როგორც მძიმე. მისი თქმით, პაციენტს ტრავმული შოკი, სხეულის სხვა და სხვა დაზიანებები და მოტეხილობა აღენიშნება.

37 წლის მამაკაცს ამ დროისათვის ღრმა კვლევები უტარდება. 

მამაკაცი 37 წლის შემოყვანილი იყო კლინიკაში 22:55 წუთზე. ვიცით, რმ ამოყვანილი იყო ნანგრევებიდან. შემოსვლის დროს კონტაქტური, გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი, აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჯეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ქვედა კიდურის, კოჭის არეში მოტეხილობა.პაციენტს უტადრება ახლა ღრმა კვლევები. შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასული იქნა როგორც მძიმე, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.