თავდასხმა რომ აბსურდი იყო, დადასტურდა, თუმცა, განაჩენი რაც არის, ესეც აბსურდია- ეთერ თურაძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა- გამოცემა “ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძემ მიიჩნევს, რომ “ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავდასხმა იყო აბსურდი და ის განაჩენიც აბსურდია, რაც დღეს სასამართლომ მიიღო.“
თურაძის თქმით, მოსამართლე სახელაშვილმა ვერ გაბედა მზიას გამოშვება, თუმცა, იმედოვნებს, რომ “აპელაციის ეტაპზე, მზიას უდანაშაულობა ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება.“
თავდასხმა რომ აბსურდი იყო, დადასტურდა, მაგრამ განაჩენი რაც არის, ესეც აბსურდია, მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის, რაც მან ჩაიდინა, დანაშაული არ არის და კვალიფიკაცია არასწორია, ამიტომ უნდაა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს, ახლა და აქ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე, მზიას უდანაშაულობა ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. შეუძლებელია სილის გაწვნის გამო, ადამიანს თავდასხმას ედავებოდნენ, შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ,- განაცხადა თურაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.