“მზიას თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოეწყობა

06.08.25 15:21
“მზიას თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოეწყობა

“მზიას თავისუფლებისთვის“ - დღეს, 20:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოეწყობა.

ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლშიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მეგობრებს მიმართავს თხოვნით, მაქსიმალურად გაავრცელონ ინფორმაცია. 

დღეს, 20:00 სააათზე, მზიას თავისუფლებისთვის ვიკრიბებით თბილისში, ფილარმონიასთან, მარშით პარლამენტისკენ მზიას თავისუფლებისთვის. გთხოვთ, გაავრცელოთ.

გელით ყველას! მზია ისევ ტყვეობაშია! ველით გიორგი ახობაძის განაჩენს!,- წერს მთივლიშვილი.

შეგახსენებეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.