სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა
სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
ახობაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას სასამართლოს შენობაში სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ.
ცნობისთვის, მოსამართლეს განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება.