მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.
09:00 საათის მონაცემებით, ამ დრომდე ნანგრევებიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან ორი ცოცხალი და 5 გარდაცვლილი. გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.
26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა.