გიორგი ახობაძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ის წითელლოყება ბიჭი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჭირდებათ

06.08.25 17:10
გიორგი ახობაძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ის წითელლოყება ბიჭი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჭირდებათ

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ტყელშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა, მზია ამაღლობელის განაჩენზე საუბრობს და ამბობს, რომ “როგორც ჩანს, ის წითელლოყება ბიჭი ჯერ კიდევ სჭირდებათ და სახე ვერ შეინარჩუნეს.“

მისი თქმით, “ამაღლობელის განაჩენით ვითომ არც მწვადი დაწვეს, არც შამფური, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, 2 წელი იქნებოდა, 4 თუ 7 , ეს ერთიდაიგივეა, მორალური თვალსაზრისით.“

რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმეს - არ ვიცი, რა ჰქვია მაგ წითელლოყება ბიჭს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჭირდებათ და სახე ვერ შეინარჩუნეს. თუნდაც, რასაც მზია ამბობდა, იმ მუხლის მიხედვით შეეძლოთ, ჰყოფნოდათ ეს 6 თვე, როდესაც უსამართლოდ ჰყავდათ ეს ადამიანი ციხეში. ეს იყო რაღაც შუალედური, ვითომ არც მწვადი დაწვეს, არც შამფური, მაგრამ, არ ვიცი, რანაირად შეიძლება ვერ ხვდებოდე, ჭკუადმყოფელი ადამიანი, რომ ეს 2 წელი იქნებოდა, 4 თუ 7 ერთიდაიგივეა, მორალური თვალსაზრისით და იმ სიმართლის თვალსაზრისით, რაც მზიას აქვს, ციხეში რომ დატოვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ნამუსი აქვთ, არც სინდისი და არც არანაირი ღირებულებები. უბრალოდ, ვიღაც ტიპს, წითელლოყებას, უთხრეს, რომ აი, შენს გვერდით ვართ და იმყოფინეს ეს 2 წელიო, ჰოდა, ისიც მონაა და იმყოფინებს, -განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.