გიორგი ახობაძის ადვოკატი: ფარდა აეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს
გიორგი ახობაძის უფლებადამცველის, ლაშა ცუცქირიძეს განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებით "ფარდა აეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს, რომელსაც თვეების მანძილზე გვთავაზობდნენ".
ცუცქირიძე აღნშნავს, რომ "მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში, მიეღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება რასაც ველოდით".
ამ წუთამდე და ამ წამამდე ხელი და ხმა გვიკანკალებს ჩვენ ადვოკატებს და წარმოუდგენელია კიდე გიორგის რა განცდა დაეუფლა. სიტყვებს, ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო დღეს, ერტადერთი ალტერანტივა ჰქონდა მოსამართლეს, გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი და ვფქირობ მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში, რომ მიეღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, რასაც ველოდით. შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამით წერტილი დაესვა ყველაფერს და ფარდა აეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს, რასაც გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში. გიორგი არის უდანაშაულო," - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.