რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა.
„პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს. ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.