"ეს გადაწყვეტილება არის სწორი!" - ლომჯარია ახობაძეზე
"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის გათავისუფლებას ეხმიანება და წერს, რომ რა მოტივაციაც არ უნდა იყოს მისი გამამართლებელი განაჩენის უკან, "ეს გადაწყვეტილება არის სწორი".
მისი თქმით, ანალოგიური ბრალდებით, მტკიცებულებების გარეშე კიდევ 5 სინდისის პატიმარია განაჩენის მოლოდინში.
რა მიზეზები და მოტივაციაც არ უნდა იყოს ახობაძის გამამართლებელი განაჩენის უკან, ეს გადაწყვეტილება არის სწორი! აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე ბრალდებით, ანალოგიური გარემოებებით, მტკიცებულებების გარეშე კიდევ 5 აქტივისტია განაჩენის მოლოდინში, მათგან ერთი ქალია," - წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.