ვეძებეთ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს - ვახტანგ გომელაური

09.10.21 10:22
ვეძებეთ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ნანგრევებში სამ ადამიანს ეძებენ. 

ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 ადამიანს ვეძებთ კიდევ, მეტი არ უნდა იყოს წესით, - განაცხადა მინისტრმა.

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარადბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. 22 საათიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნანგრევებიდან სულ 5 ცხედარია ამოსვენებული.