ექიმის, რომელიც სისტემამ უვადო პატიმრობის მუხლით დააკავა, ბრალი ვერ დაუმტკიცდა - რაა ბედი ელით მოწმე პოლიციელებს?
გიორგი ახობაძე პირველი სინდისის პატიმარია, რომელსაც სასამართლოს დარბაზის კარი გაუღეს. ხელბორკილ დადებული ექიმი მრავალწლიანი პატიმრობის განაჩენის მოლოდინით შოკში იყო, როდესაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნახევარსაათიანი დაგვიანების შემდეგ ვერდიქტი გამოაცხადა.
დახურული სასამართლოს შენობა ემოციებს ვერ იტევდა, ტიროდა ყველა, ვინც დატყვევებულ ექიმს 8 თვის განმავლობაში გულშემატკივრობდა. დღეს ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე პროკურატურას საქმეს არ ჩამოუშლიდა.
გათავისუფლებულ ექიმს სასამართლოს ეზოში დახვდნენ მეგობრები ოჯახის წევრები და აქტივისტები, რომლებიც 8 თვის განმავლობაში ამხნევებდნენ, ადამიანები ვინც მის სიმართლეში დარწმუნებულები იყვნენ და ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ახობაძე ხელისუფლების პირადი პატიმარი იყო. ბრძოლა ბოლომდე - ეს იყო ფრაზა რომელიც თავისუფლებაზე ყოფნის პირველივე წუთს მიმართა გათავისუფლებულმა სინდისის პატიმარმა შეკრებილებს.
განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა, მოწმეებმა კი ვერ დაადასტურეს ბრალი, რომელსაც გიორგი ახობაძეს ედავებოდა. შსს და პროკურატურა მთელი 8 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდა და ის ციხეში უვადოდ უნდა წასულიყო.