"სილა რეჟიმს!"- ჟურნალისტი, რომელმაც სისტემა გისოსებიდან ამხილა, ციხეში გაუშვეს
"სილა რეჟიმს" - ასე უპასუხა მზია ამაღლობელმა მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. პოლიციელზე თავდასხმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს ვერ დაუმტკიცეს, თუმცა ციხეში მაინც გაუშვეს. 7 თვიანი პატიმრობის და სასამართლო განხილვების შემდეგ, სანქცირებულმა მოსამართლემ დატყვევებული ჟურნალისტი 2 წლით ციხეში ისე გაუშვა, რომ პროკურატურის აბსურდული ბრალი თავად გადააკვალიფიცირა.
დღევანდელი განაჩენით დადასტურდა ის, რასაც ადვოკატები მზიას დაკავების დღიდან ამტკიცებენ. ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი. ე.წ. დაზარალებული, ცრუ მოწმე პოლიციელებთან ერთად 7 თვე ამტკიცებდა, რომ მზია თავს მიზანმიმართულად დაესხა და ლოყა ეტკინა - თუმცა დღეს, სანქცირებულ სასამართლოს მოუწია ეღიარებინა, რომ ამ საქმეს 7 წლიანი პატიმრობის კვალიფიკაციით არ უნდა განიხილავდნენ.