დამონტაჟებული ვიდეო სინდისის 11 პატიმრის საქმეში - რა ჩვენება მისცა ექსპერტმა სასამართლოში
დამონტაჟებული ვიდეო სინდისის 11 პატიმრის საქმეში. დაცვის მხარის მოწმემ, დღეს, დადასტურა, რომ გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიანს წინააღმდეგ საქმეში ჩადებული მტკიცებულება ფალსიფიცირებულია, ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ კადრებზე რედაქტირების კვალი რამდენიმე ეპიზოდზე შეიმჩნევა, მოწმემ დაადასტურა ისიც, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.
ირკვევა, რომ გარდა სპეცრაზმელებისა აქციაზე პროვოკაციას აწყობდნენ პოლიციელებიც. ჯანო არჩაიას ადვოკატი განმარტავს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სინდისის პატიმარმა პოლიციის ნასროლი ნივთი აიღო და ისე გაისროლა, რომ არავინ დაზიანებულა.
დასკვნით ეტაპზეა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩენჩინს საქმეც, დღეს ის მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჩეჩინმა დეტალურად ისაუბრა, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება და როგორ ძალადობდა პოლიცია დაკავებულზე ავტომობილში.