ანატოლი გიგაურის განაჩენი 8 აგვისტოს გამოცხადდება
სინდისის პატიმრის, ანატოლი გიგაურის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 აგვისტოს, 10:30 საათზე, გამოცხადდება. ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
უფლებადამცველის ინფორმაციით, 8 აგვისტოს ანატოლი გიგაური საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს და განაჩენიც ამავე დღეს გამოცხადდება.
ახლახანს შემატყობინეს, რომ ანატოლი გიგაურის გადადებული სისხლის სამართლის საქმე ჩაინიშნა ზეგ, 8 აგვისტოს - 10:30 საათზე.
გიგაური იტყვის საბოლოო სიტყვას და იმავე დღეს გამოცხადდება განაჩენი.
ბრძოლა გრძელდება!" - წერს ლაშა ცუცქირიძე.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.