ტრაგედია ბათუმში - დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს
ბათუმში მომხდარი ნგრევის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს - ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც არ გამორიცხა.
შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“, - თქვა გომელაურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ირკვევა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ.