"ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებაა" - გრიგოლ გეგელია მზია ამაღლობელის განაჩენზე

06.08.25 21:06
"ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებაა" - გრიგოლ გეგელია მზია ამაღლობელის განაჩენზე

"დღეს ჩვენ ვნახეთ შეშინებული რეჟიმი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მზია ამაღლობელი არის ფორმულა თავისუფლების" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მზია ამაღლობელის საპატიმროში გაშვება ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებაა, რადგან სინდისის პატიმარი "ივანიშვილისთვის არის განსახიერება იმ ყველაფრის, რაც მას სძულს ჩვენში". 

მე ვფიქრობ დღეს ჩვენ ვნახეთ შეშინებული რეჟიმი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მზია ამაღლობელი არის ფორმულა ქართულობისა, ფორმულა თავისუფლებისა, ფორმულა სინდისიერებისა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მზია განასახიერებს მართლაც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება, იმ ადამიანის, რომელსაც ყველაფერი ქართული, ყველაფერი სახელმწიფოებრივი და რაც მთავარია ყველაფერი თავისუფალი არათუ ეზიზღება, შიშის ზარს სცემს. ეს კაცი არის ორგანულად ანტიქართველი, ორგანულად ანტითავისუფალი. 

ამიტომ მზია ამაღლობელი მისთვის არის განსახიერება იმ ყველაფრის, რაც მას სძულს ჩვენში, ამ პროტესტში, ამ ბრძოლაში და საქართველოში იმიტომ, რომ ქართველები ვართ თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე ხალხი, ისტორიულად ასეთები ვართ და ეს ამ კაცს არ ესმის. 

როდესაც დაინახა მზია, როგორც ამის სიმბოლო, როგორც ქალი, როგორც ჟურნალისტი, როგორც თავისუფალი მოქალაქე, როგორც პრინციპული ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე თქვენზე მაინც გავიმარჯვებ, რაც არ უნდა გამომკეტოთ 4 კედელში მე ვარ თქვენზე ძლიერი. წარმოიდგინეთ ეს თქვა ერთმა სიფრიფანა ქალმა და ამითი აბსოლუტურად ცელი გამოუსვა მულტიმილიარდელების, კორუფციაში ჩამხრჩვალი, აბსოლუტურად არარაობა, ზნედაცემული, ვითომ პოლიტიკოსების და სინამდვილეში საქართველოს გამყიდვლების მთელ კასტას. 
ერთმა ქალამა, ერთი ფრაზით შეძლო, რომ ისტორია შეექმნა და ეთქვა, რომ მე თქვენ არ მადარდებთ, მე თქვენზე გავიმარჯვებ. 

ახლა ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა არის, რომ მივაღწიოთ მის ფაქტობრივ თავისუფლებას, თორემ თავისუფლება მზია ამაღლობელს რომ აქვს შინაგანად საერთოდ არ დაესიზმრება მთელ "ქართულ ოცნებას"..." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები