გიორგი ახობაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა
გათავისუფლებული ექიმი, გიორგი ახობაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
მისი თქმით, სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნა უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება და "ქართული ოცნება" ცოტა გონს უნდა მოეგოს".
აქ ვინც ვდგავართ არავინ არ გავჩერდებით და ვეცდებით, რომ უფრო მეტი ადამიანი ისევ იმ ტალღაზე დავაბრუნოთ, რა ტალღაზეც ნოემბერში ვიყავით იმიტომ, რომ რაც მეტნი ვიქნებით გარეთ, მით უფრო ცოტახანი მოუწევთ ტყვეებს შიგნით ყოფნა.
მათი იქ ყოფნა უკვე ყველანაირ წესს და საზღვარს სცდება. გავიგეთ რაღაც პროპაგანდა სჭირდება რეჟიმს, მაგრამ ცოტა გონს უნდა მოეგონ უკვე და უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლონ, სხვა გზა არ ექნებათ," - განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.