"ვერ წარმომიდგენია თავისუფლებაში მყოფი გიორგი სამმა მოსამართლემ როგორ უნდა გაწიროს" - ლაშა ცუცქირიძე სააპელაციოზე
გიორგი ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მას არ წარმოუდგენია, იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო ექიმის საქმეს დასაშვებად ცნობს, როგორ უნდა გაწიროს სამმა მოსამართლე გიორგი ახობაძე და დარბაზიდან როგორ უნდა დააკავოს.
თუმცა ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, "ბუნებრივია ამის ალბათობა არსებობს".
მე ვერ წარმომიდგენია, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე, თუ დასაშვებად იქნა ცნობილი, უპირობოდ დაეწერება სამ მოსამართლეს და ვერ წარმომიდგენია თავისუფლებაში მყოფი გიორგი სამმა მოსამართლემ ისე როგორ უნდა გაწიროს, რომ დარბაზიდან დაიჭიროს.
ბუნებრივია ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს," - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.