ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა.
ბათუმის რეფერალურ კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთ პირის, მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. ტრაგედია 26 მასისი ქუჩაზე გუშინ დატრიალდა.