ქვემო ქართლში 31 წლის კაცი დაჭრეს

07.08.25 10:51
ქვემო ქართლში 31 წლის კაცი დაჭრეს

ქვემო ქართლში 44 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 31 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.