ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა - პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

09.10.21 11:18
ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა - პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. 

კლინიკა "მედცენტრის" რეანიმატოლოგის, ჯემალ გელაშვილის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული:

მდგომაროება ისევ მძიმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის სიტუაცია კონტროლირებადია. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გვაქვს დიაგნოზები: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი, ეს არის წინასწარი დიაგნოზები და ამ დიაგნოზებით აგრძელებს პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო, დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევებისა. შედეგებზე, ჯერჯერობით, ვერაფერს ვერ ვიტყვით. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება". – აცხადებს ექიმი. 

მსგავსი სიახლეები