ტრაგედია ბათუმში - "პირველება" დაკავებული ბიზნესმენის ვინაობა დაადგინა

09.10.21 11:27
ტრაგედია ბათუმში - "პირველება" დაკავებული ბიზნესმენის ვინაობა დაადგინა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული, ბიზნესმენი ზაურ ბუდატოვია. ის  აღნიშნულ კორპუსში ბინას ფლობდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბუდატოვმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

დღეს გაირკვა, რომ  გაცემული სამშენებლო ნებართვების საკითხით გამოძიებაც დაინტერესდა.

არსებული ინფორმაციით, რომ ჩამონგრეული კორპუსის სარდაფისა და ბინის გაერთიანების მოთხოვნით 2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა მიმართა. რეესტრმა მოთხოვნა 8 ოქტომბერს, ტრაგედიის შემდეგ დაახარვეზა.

"პირველეის" ინფორმაციით, ნებართვის გაცემის საკითხზე ბათუმის მერიიდან არავინ გამოკითხულა. 

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინება, მიეცემიან პასუხისმგებაში,  თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოებს რაიმე საბუთები,“ – განაცხადა ბათუმში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.