მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე წარადგენენ

07.08.25 15:24
მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე წარადგენენ

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე წარადგენენ.  "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაადასტურა, რომ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფები, ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე, ერთ-ერთ ნომინანტად დატყვევებულ ჟურნალისტს წარადგენს.

რიკარდ იოზვიაკის თქმით, კანდიდატებს პოლიტიკური ჯგუფები სექტემბერში წარადგენენ. მისივე ინფორმაციით, ქართველს არასდროს მოუგია სახაროვის პრემია, მზია ამაღლობელი კი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, ვისაც მოგების შანსი აქვს. 

ინფორმაცია რაც მაქვს არის ის, რომ ევროპარლამენტში ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც წარადგენს ხოლმე კანდიდატებს - ესენია ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები - ეს სამი ჯგუფი აპირებს მზია ამაღლობელი დაასახელოს სახაროვის პრემიის კანდიდატად. კანდიდატებს პოლიტიკური ჯგუფები სექტემბერში წარადგენენ. ქართველს არასდროს მოუგია სახაროვის პრემია. როგორც იცით ევროპარლამენტი დიდი ყურადღებით აკვირდება რაც ხდება საქართველოში, ამიტომ მაქვს მოლოდინი და ინფორმაცია, რომ მზია იქნება ევროპარლამენტის კანდიდატი და როგორც ვიცი ის იქნება ერთ-ერთი ფავორიტი, ვისაც შანსი აქვს მოგების," - განაცხადა იოზვიაკმა. 

ამასთან, იოზვიაკის განცხადებით, მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება ევროკავშირისთვის არის სიგნალი, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს არსებული კურსის ცვლილებას.

რაც შეეხება მის ციხეში გაშვებას, ეს არის ის რასაც ევროკავშირი აღიქვამს სიგნალად, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს არსებული კურსის ცვლილებას. ესაა მესიჯი, რომ მათ არ აინტერესებთ რას ფიქრობს ევროკავშირი.  როდესაც ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებაზე, ერთ-ერთი პუნქტი არის ადამიანის უფლებების დაცვა და როცა ციხეში უშვებენ ნახევრად მხედველობა წართმეულ ქალ ჟურნალისტს - ეს არის ის რაც ბრიუსელისთვის მიუღებელია. ვიცი, რომ ისინი მზიას საქმეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან  და მისი დაკავება ბრიუსელსა და ევროპის სხვა ქალაქებში ძალიან მკაფიო სიგნალად იქნება აღქმული," - ამბობს იოზვიაკი. 

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები