ცოცხალი ჯაჭვი საოკუპაციო ხაზთან - მოქალაქეები ხურვალეთში ჩავიდნენ

07.08.25 15:28
ცოცხალი ჯაჭვი საოკუპაციო ხაზთან - მოქალაქეები ხურვალეთში ჩავიდნენ

ორად გაყოფილი ქართული სოფელი - აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე მოქალაქეები ხურვალეთში ჩავიდნენ. მათ საოკუპაციო ხაზთან პირბა დადეს, რომ უწყვეტი პროტესტით შეეცდებიან ქვეყანაში ოკუპაცია დაასრულონ და დემოკრატია აღადგინონ. 

აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს და ბანერი გაშალეს, რომელზეც ეწერა - "არასდროს". 

მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმი ცდილობს მოქალაქეებს გმირების პატივისცემა დააკარგვინოს, თუმცა მათივე თქმით, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს გმირებს, რომლებიც 2008 წელს ომში იბრძოდნენ. 

ომიდან 17 წლის შემდეგ, დღეს, 17:00 საათზე, აქცია გაიმართება გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, სახელწოდებით - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის". 

[ფოტო: "ნეტგაზეთი"]

მსგავსი სიახლეები