ვინ დასჯის ე.წ. ცრუ მოწმე პოლიციელებს? - ახობაძე ვარაუდობს, რომ მტკიცებულებების უმრავლესობა განადგურებულია

07.08.25 17:35
 ვინ დასჯის ე.წ. ცრუ მოწმე პოლიციელებს? - ახობაძე ვარაუდობს, რომ მტკიცებულებების უმრავლესობა განადგურებულია

პატიმრიბიდან გათავისუფლებული გიორგი ახობაძის განცხადებით, ამ დრომდე, არცერთი სგაამოძიებო უწყება არ ინტერესდება მის საქმეში ფიგურანტი პოლიციელებით. 

ახობაძემ პოლიციელების უმეტესობის იდენტიფიცირება შეძლო. საუბარია 10-მდე პოლიციელზე, რომელთაგან ზოგიერთი უკვე სხვა თანამდებობაზეა, ზოგი კი საქმიდან გამქრალია და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 

გათავისუფლებული ექიმი "პირველებთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მან პროკურატურას, საპროცესო კოდექსში გაწერილი ყველანაირი საშუალებით, სულ მცირე 4-ჯერ მიმართა, თუმცა საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

მისი თქმით, პატიმრობაში ყოფნის დროს, საკანში მხოლოდ ერთხელ შევიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მას ჩვენება ჩამოართვა, თუმცა ვინაიდან აღნიშნული უწყება მხოლოდ პოლიციელების მხრიდან ძალადობას იძიებს, ისინი ექიმს დაპირდნენ, რომ საქმე წავიდოდა პროკურატურაში. 

გიორგი ახობაძე ვარაუდობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. 

დაახლოებით 4-ჯერ მივმართე სასამართლო პროცესზე, მათ შორის მოსამართლის გავლით, როგორც წესი და რიგია და საპროცესო კოდექსში გაწერილი ყველანაირი საშუალებით, ლექსიც ვუთხარი, სიმღერაც და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. 

არადა შმაგი გობეჯიშვილი თავისი სტატუსით ვალდებულია, რომ გაჟღერდება მისი თანდასწრებით, კონკრეტული, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მოვლენები უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს არ ქნეს.

მონაცემების ამოღება შეუძლია გამოძიებას, როგორიც არის გეოლოკაცია და სატელეფონო ანძების, სად იჭერდა ტელეფონი ამის ამონაწერი. მაგით უკვე კონკრეტულ პიროვნებებს დავადგენდით ვინ იყო იქ იმ წუთას სანაპიროზე. დავადგენდით იმას, რომ იტყუებოდნენ, რომ რუსთაველიდან მოვიდნენ მას შემდეგ რაც ჩხრეკა დაამთავრეს და უბრალოდ მანქანების წაყვანაში დაეხმარნენ. 

პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები ამ ყველაფრის არის 112-ის კამერები, რომლიდანაც იდენტიფიკაცია უნდა მოგვეხდინა და დაგვედასტურებინა ის, რასაც მე ვამბობდი, რომ მათი მანქანების რაოდენობა იყო მეტი და უკვე ამ მანქანებს უნდა გავყოლოდით კამერებით, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პერიმეტრის მაკონტროლებელ კამერებში, შიდა კამერებში და დროებითი მოთავსების იზოლატორის შესასვლელთან არსებულ კამერებში გამოჩნდებოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც, მაგალიტად ალექსი კობერიძის ცრუ ჩვენება პირდაპირ დადასტურდებოდა, დროებითი მოტავსების იზოლატორთან შესასვლელი კამერით. 

რეალურად, ძალიან ბევრი გასახები იყო იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება მომხდარიყო და სულ ცოტა ის დადგენილიყო, რომ ეს ადამიანები ცრუ ჩვენებებს იძლევიან სასამართლოში. 

მაქსიმალურად, ეს გამოძიება რაღაც სტანდარტით, რომ შეკრულიყო, მტკიცებულებები, მოსამართლეს შეეძლო ემსჯელა იყო თუ არა მათი მხრიდან დანაშაული. 

ასეთი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ჩემი ვარაუდით, აღარ არსებობს," - განაცხადა გიორგი ახობაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, სასამართლომ გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა. მოგვიანებით პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. 

მსგავსი სიახლეები