"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - აქცია გორში
"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - ომის 17 წლის თავზე გორში, საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს.
აქციას უერთდებიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები.
მათი თქმით, დღეს ხელისუფლებას მართავს რუსეთი და ქვეყანას არ ყავს ქართული მთავრობა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
მოქალაქეებს ხელში უკავიათ ბანერები: "დიდება გმირებს", "რუსეთი არის ომის კრიმინალი" და სკანდირებენ "ბოლომდე, ბოლომდე".
მანამდე აქტივისტებმა გორის ციხიდან გადმოფინეს ბანერები. ასევე, დილით მოქალაქეები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.