მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 12 წლის ბავშვია. მასთან ერთად მაშველებმა ქალის ცხედარიც ამოასვენეს.
ტრაგედია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ, 12:00 საათისთვის მოხდა. ამ დროის მონაცემებით, უმძიმეს ფაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია.