სოლიდარობა მზია ამაღლობელს - ქართველ ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე წარადგენენ

07.08.25 20:51
სოლიდარობა მზია ამაღლობელს - ქართველ ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე წარადგენენ

მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე წარადგენენ. "რადიო თავისუფლების" ევოროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი "ტვ პირველთან" საუბარში ადასტურებს, რომ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმების საბოლოო ეტაპზე არიან და სახაროვის პრემიის გამარჯვებული წელს პირველად შესაძლოა ქართველი ქალი ჟურნალისტი გახდეს. თუ ეს ასე მოხდა, მზია ამაღლობელის სახელი და გვარი ისეთი ფიგურების გვერდით ჩაიწერება, როგორიცაა - ნელსონ მანდელა, ალექსეი ნავალნი და მალალა იუსაფზაი.

ჟურნალისტის ციხეში გაშვებამ ევროპა გამოაღვიძა. ორი დღეა ევროპის დედაქალაქებიდან განცხადებები ყოველ საათში ვრცელდება. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ იტალიის პარლამენტიდან. იტალიელი სენატორები საკუთარ მთავრობას მოუწოდებენ, იმოქმედოს დროულად და "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკას საკადრისი პასუხი ქმედებით გასცეს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში