ნინო დათაშვილმა დავით მატიაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა - მანდატურის სამსახურის უფროსს დარბაზი დაატოვებინეს

07.08.25 17:52
ნინო დათაშვილმა დავით მატიაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა - მანდატურის სამსახურის უფროსს დარბაზი დაატოვებინეს

მას შემდეგ რაც ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ “ყოველ ჯერზე როდესაც მიდის სასამართლოში, უწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც მასზე იძალადეს", მოსამართლე ლელა კალიჩენკო დაინტერესდა, იყო თუ არა დარბაზში ის მანდატური, რომელმაც მასზე იძალადა.

მოსამართლე: “არის ამ დარბაზში ისეთი მანდატური, რომელმაც თქვენზე იძალადა?”

დათაშვილი: “დიახ”

მოსამარლე: “გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი იმ მანდატურებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, არიან აქ ასეთები?”

ნინო დათაშვილი და დარბაზი: “კი, არის”

როგორც გაირკვა ის მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილზე საუბრობდა, რომელიც კარში იდგა.

დავით მატიშვილი დარბაზიდან გასვლაზე თავდაპირველად უარს ამბობდა და ამტკიცედა, რომ მას ნინო დათაშვილზე არ უძალადია, თუმცა დარბაზის დატოვება მაინც მოუწია.

ის ხალხმა შეძახილების ფონზე გააცილა.

 

მსგავსი სიახლეები