ლილოს დასახლებაში ხანძარია
ლილოს დასახლებაში ხანძარია. როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ღია სივრცეში ხის ყუთები იწვის.
ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გვითხრა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.