დამცირება და არაადამიანური მოპყრობა განყოფილებაში და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ძალადობით ციხეში - ნინო დათაშვილის უმძიმესი ჩვენება

07.08.25 20:46
დამცირება და არაადამიანური მოპყრობა განყოფილებაში და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ძალადობით ციხეში - ნინო დათაშვილის უმძიმესი ჩვენება

ნინო დათაშვილს ციხეში ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოტყუებით ჩაუტარეს. დაპატიმრებული პედაგოგის საკანში მედიკოსები სამხარაულის ბიუროდან ჩუმად გაგზავნეს, ისე რომ ამის შესახებ ადვოკატებმა არ იცოდნენ. სკანდალური ინფორმაცია, დღეს, ბრალდებულის სკამიდან დაპატიმრებული პედაგოგის უფლებადამცველმა ტელეკამერებისთვის ჩაკეტილ პროცესზე გააჟღერა.

ადვოკატის თქმით, ციხეში შეპარულ ექსპერტთა ჯგუფს დავით მაღრაძე ხელმძღვანელობდა - სკანდალში ერთხელ უკვე მხილებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც ნინო დათაშვილის შერაცხადობა ეჭვქვეშ დააყენა. ადვოკატის თქმით, მაღრაძემ მოსამართლის განჩინება უგულებელყო, რომლის მიხედვითაც დათაშვილი ექსპერტიზისთვის სტაციონარში უნდა გადაეყვანათ.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში