ვინ არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გიორგი ახობაძეს ნარკოტიკები ჩაუდო? - რატომ დუმს გამოძიება
სრულად გამამართლებელი განაჩენიდან მეორე დღესაც ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დუმს. პროკურატურა არ ამბობს, რატომ არ დაინტერესდა გიორგი ახობაძის მამხილებელი ჩვენებით და მინიმუმ გამოკითხვაზე მაინც რატომ არ დაიბარა ნარკოტიკის ჩადებაში მხილებული პოლიციელები. პროევროპული აქციების მონაწილე ექიმი, რომელსაც ციხეში უვადო მუხლით უპირებდნენ გაშვებას, მტკიცებულებების სავაურადო განადგურების მიუხედავად, დღესაც მზად არის პროკურატურას ჩვენება მისცეს.
მოწმე პოლიციელები, რომლებიც ცრუ ჩვენებაში პრაქტიკულად სასამრთლომვე ამხილა - ყვებოდნენ, რომ გიორგი ახობაძის დაკავების მომენტში ვიდეო გადაღება ვერ შეძლეს. გამოძიების ვერსიით ათამდე პოლიციელიდან ერთიც ვერ აღმოჩნდა ისეთი, ვისაც შეეძლო საკუთარი მობილური ტელეფონით დაეფიქსირებინა ახობაძისგან დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღება. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, რომელიც თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, თანამდებობას ივნისში ჩამოაშორეს. იქამდე გიორგი გურეშიძე ჩადების ოპერაციის ხელმძღვანელად სასამართლოში ახობაძემ დაასახელა.