რძის სკანდალი უზენაეს სასამართლოში მიდის - სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რძის სკანდალის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებულია. კომპანიას, რომლისგანაც ბიზნესმენ პაპაშვილის ფერმა სკლინტს ყიდულობდა, მილიონ 600 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ჩირინას" მოსთხოვა ყვარლის ბაგას ზარალი დაფაროს, მაგრამ არ გადაიხადოს მიუღებელი სარგებელიც - ანუ რასაც პაპაშვილი ითხოვდა, ჯამში 4 მილიონ 700 ათას ლარი.
ახლა საქმე უკვე უზენაეს სასამართლოში წავა, "ჩირინა" აპირებს დაამტკიცოს, რომ "ყვარლის ბაგასთვის" ზიანი არ მიუყენებია და კონტრაქტიც არ დაურღვევია. პაპაშვილის კომპანიის ვერსიით, მის ფერმაში 200-მდე ძროხა დაიხოცა, მას შემდეგ რაც ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამა. ნაკელში კი აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს, მაგრამ მისი გამოყენება საქართველოში აკრძალული არ არის. არ არსებობს დასკვნა, რომ ძროხების დახოცვა ამ მიზეზით მოხდა, არც მტკიცებულებები, მაგრამ საქმე მაინც "ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენის სასარგებლოდ მიდის.