17 წელი აგვისტოს ომიდან - აქცია გმირთა მოედანზე

07.08.25 20:16
17 წელი აგვისტოს ომიდან - აქცია გმირთა მოედანზე

17 წელი აგვისტოს ომიდან - მოქალაქეები გმირთა მოედანზე იკრიბებიან. ისინი დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ 7 აგვისტო არის ის თარიღი, რომლითაც აღინიშნება ტრაგიკული 5 დღის დასაწყისი. მათი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ამ თარიღით ხდება მანიპულირება და რუსული ნარატივის გავრცელება ქვეყანაში, რომლის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული. 

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები