სასამართლომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი, ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც მოსამართლემ ძალაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, ნინო დათაშვილმა დავით მატიაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა. მანდატურის სამსახურის უფროსს დარბაზი დაატოვებინეს.
ამასთან, პროცესზე დაკავებულმა დეტალურად გაიხსენა, როგორ ექცეოდნენ პოლიცელები 20 ივნისს, დაკავების შემდეგ. მისი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალებას. დათაშვილმა ასევე თქვა, რომ ექცედნენ ცინიკურად და ღირსების შემლახავად და რომ ამ მოპყრობას არაადამიანურად აფასებს.