ნანგრევებიდან ამოყვანილია დედა-შვილი - ორივე გარდაცვლილია
"ტვ პირველის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანი დედა-შვილია. მოზარდი 12 წლის იყო.
ტრაგედია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ამ დროის მონაცემებით, უმძიმეს ფაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 არასწრულწლოვანია.