თადარიგის პოლკოვნიკი კობახიძეს: ჩვენ სამხედრო დანაშაული არ ჩაგვიდენია, ჩვენ მართლები ვართ
თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.
მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც 2008 წლის ომში ქართველ პოლიტიკოსებს დაადანაშაულებს, საქართველოს მტერია.
ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცა ტიპის აქცენტს, მინიშნებას აკეთებს, რომ ამ ომში შეიძლება დამნაშავე იყოს ქართველი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა ის კარგ რეჟიმს წარმოადგენდა, ცუდ რეჟიმს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უკვე ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსი საქართველოს მტერია. კობახიძეზე მაქვს ლაპარაკი.
ნებისმიერ შემთხვევაში ის ბოლომდე იტყვის, გაშლილად იტყვის, თუ შეკვეცილად იტყვის, ის ამბობს, რომ ამ ომში დამნაშავე არის ქართველები და ქართველი პოლიტიკოსები. მითუმეტეს, როცა არსებობს ფაქტი, რომ ჩვენ სამხედრო დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩატარდა გამოძიება და სამხედრო დანაშაული არ დაფიქსირდა, ესე იგი ჩვენ მართლები ვართ," - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
ირაკლი კობახიძე, რუსეთის აგრესიიდან 17 წლისთავზეც ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ მაშინდელი მთავარსარდალი "დიფ სთეითის" დავალებას ასრულებდა.
"პირველების" შეკითხვაზე - ვინ არის დიფ სთეითი? - "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს უნდა ვკითხოთ.