საქართველოს ხელისუფლებაში დღეს მეხუთე კოლონაა - ვიცე-პოლკოვნიკის რეაქცია კობახიძის მძიმე ბრალდებაზე

07.08.25 23:47
საქართველოს ხელისუფლებაში დღეს მეხუთე კოლონაა - ვიცე-პოლკოვნიკის რეაქცია კობახიძის მძიმე ბრალდებაზე

"საქართველოს ხელისუფლებაში დღეს მეხუთე კოლონაა" - ამის შესახებ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა, კახა ჩიქოვანმა ირაკლი კობახიძის ბრალდებების კომენტირებისას, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთადერთი მოტივაციაა "რუსეთის საამებლად აწარმოონ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ". 

ძალიან დიდი მეხუთე კოლონა არსებობს ყველა ყოფილ საბჭოთა საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს მეხუთე კოლონა ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს დღევანდელი დამოუკიდებელი რესპუბლიკებისთვის. ჩვენ აღმოვჩნდით უნიკალურ სიტუაციაში, შემიძლია ასე ვთქვა, ჩვენ არ გვყავს მეხუთე კოლონა, ჩვენი მეხუთე კოლონა დღეს არის ხელისუფლებაში. ისინი არიან მოღალატეები, მიიტაცეს ხელისუფლება და ერთადერთი მოტივაცია რაც მათ გააჩნიათ, არის რუსეთის საამებლად აწარმოონ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ. 

ესეთი უტიფარი ხალხის მნახველი, მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში, არ ვართ. აქვთ ნარატივები, რომელიც არანაირ ლოგიკას არ მიყვება და არ მომდინარეობს არანაირი ლოგიკიდან," - განაცხადა კახა ჩიქოვანმა. 

ირაკლი კობახიძე, რუსეთის აგრესიიდან 17 წლისთავზეც ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ მაშინდელი მთავარსარდალი "დიფ სთეითის" დავალებას ასრულებდა.

"პირველების" შეკითხვაზე - ვინ არის დიფ სთეითი? - "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს უნდა ვკითხოთ. 

მსგავსი სიახლეები