დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი განაჩენის მოლოდინში - დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

08.08.25 10:00
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი განაჩენის მოლოდინში - დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის დასკვნითი პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება, სინდისის პატიმრები საბოლოო სიტყვას იტყვიან. სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება მათი განაჩენი. 

ცნობისთვის, წინა პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი განაჩენის გამოტანა გადადო. 

შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: "პუბლიკა"]

მსგავსი სიახლეები