ნიკო კვარაცხელიას საქმე: 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს - პროკურორის სიტყვა

09.10.21 13:31
ნიკო კვარაცხელიას საქმე: 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს - პროკურორის სიტყვა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე განსასჯელის სკამზე არიან. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. არცერთ მათგანს სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა საქმის პროკურრმა გია შაიშმელაშვილმა, ჩადენილი დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა: 

მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას"- თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, დაკავებისას ჭელიძეს და კაველაძეს დაკავებისას თან ცივი იარაღი ჰქონდათ. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, როპოლიციას დანაშაულის ჩადენის იარაღი არ ამოუღია.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასევე, დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ.

გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

22წლის ნიკო კვრაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გისოსებს მიღმა 17 წლის გატარება მოუწევთ. ისინი პოლიციამ 2 დღის წინ აიყვანა. 

 

რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც პირველად  თქვეს, რომ მათი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. 

კვარაცხელიები დამკვეთის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ლიკვიდაციას არ გამორიცხავდნენ, ამიტომ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს სამართალდამცავებისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ. 

კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.