"შეწყალება არ იქნება" - დავით ლომიძის პასუხი მოსამართლეს

08.08.25 14:55
"შეწყალება არ იქნება" - დავით ლომიძის პასუხი მოსამართლეს

სინდისის პატიმარმა, დავით ლომიძემ, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი და თემურ ზასოხაშვილის განაჩენი გამოაცხადა და შეწყალების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია, განაცხადა:

"შეწყალება არ იქნება" - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4.5-4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: "პუბლიკა"]