სტიქია აფხაზეთში - ფსოუს წყლი ადიდდა და მიმდებარე სოფლები დატბორა, ჩამოწვა მეწყრიც
სტიქია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ფსოუს წყლი ადიდდა და მიმდებარე სოფლები დატბორა.
როგორც აპსნიპრესი წერს, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ირკვევა, რომ ბზიფის ხეობაში, ლურჯ ტბასთან ახლოს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც შეწყდა მოძრაობა რიწის ტბისკენ. დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომობილი. დაშავებულების შესახებ ადგილობრივი მედია არაფერს წერს.
მაშველები დაჟინებით სთხოვენ მოქალაქეებსა და სტუმრებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ შორ მანძილზე მგზავრობისგან.