"გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში" - დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის ადვოკატები
დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ სინდისის პატიმრების უფლებადამცველებმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადეს.
ადვოკატის თქმით, ისინი ბოლომდე მიყვებიან საქმეს და ბოლომდე იბრძოლებენ.
რა თქმა უნდა მოსამართლემ შაბლონურად გამოიტანა განაჩენი, როგორც სხვა პოლიტიკურ საქმეებზე და აქაც გამოიყენა სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე.
უდავოდ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. ბოლომდე მივყვებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
დღეს მოსამართლემ განუმარტა, რომ შეწყალებაზე მიმართვის უფლება აქვთ მსჯავრდადებულებს, თუმცა მსჯავრდადებულებმა დააფიქსირეს პოზიცია და თქვეს, რომ არ აპირებენ შეწყალებაზე მიმართონ პრეზიდენტს," - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილის 4.5-4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.