ნიკოლოზ ჯავახიშვილი: მაინც არ შეიცვლება [განაჩენი], გთხოვთ, რომ ერთ თვე მაინც გაგვატარებინოთ ოჯახის წევრებთან
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის 8 პატიმრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რვავე პირი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მოსამართლეს მიმართა და სთხოვა განაჩენის გამოტანამდე ბოლო ერთი თვე მაინც მიეცა საშუალება, რომ ეს დრო ოჯახებთან გაეტარებინა, რადგან არ აქვს იმედი, რომ სასამართლო მათ გაამართლებს.
რაც შეეხება საფრთხეებს, არსებობს 4 ძირითადი საფრთხე - მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის. მოწმეებზე ზეწოლას რაც შეეხება მოწმეები გამოკითხულია ყველა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმე...
დანაშაულის ჩადენის საფრთხეს რაც შეეხება, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს როგორც შინაპატიმრობა, ასევე სამაჯური, საზოგადოებრივი სამუშაოები და ბევრი რამ, მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება, მიმალვის საფრთხეზე არაერთხელ მისაუბრია, ერთი თვით ადრე ვიცოდი, რომ დაიწყებდნენ დაჭერებს ე.წ. აქტივისტების, როცა მოვიდა ჩემი დღეს, არ მქონია მცდელობა იმის, რომ სახლიდან გავსულიყავი. [...]
ერთი თვე დარჩა ჩვენი პროცესის დასრულებამდე, რადგან ვიცი, რომ მაინც არ შეიცვლება აღკვეთი, გთხოვთ, რომ ერთ თვე მაინც გაგვატარებინოთ ოჯახის წევრებთან," - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. ("პუბლიკა")