მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები დააჯარიმა

08.08.25 15:51
მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები დააჯარიმა

ჯარიმა მოქალაქეებისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო- მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული დათა ქაშიაშვილი და ელენე გაბელაია დააჯარიმა.

ერთ  აქტივისტს 2500, ხოლო მეორეს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

გამოსახლების დროს, დათა ქაშიაშვილი  იმ მომენტში დააკავეს, როცა საკუთარ მეგობარს გამოესარჩლაა. ის ამბობს, რომ პოლიცია პროვოცირებდააა და დაკავების მანქანასთან მიყვანილს, უკვე დაზიანებები ჰქონდა.

სასამართლო ბრუნდება იმ დროში, როდესაც ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციელის სიტყვა და სასამართლო კმაყოფილდებოდა ამით, სწორედ, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე დამაჯარიმეს 2500 ლარით. „ოცნება“ გვსჯის ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის, რადგან ჩვენ მივედით თვალჭრელიძის ქუჩაზე, რომ დავხმარებოდით და მხარში დავდგომოდით გამოსახლებულ დევნილებს. რეჟიმს სწორედ ეს ეწყინა და სტუდენტები დაგვაკავა, ეს რეჟიმი ყველაფერს იკადრებს, რომ ადამიანობა დაგვაკარგინოს და უნარი აღარ გვქოდნეს, რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, - განაცხადა დათა ქაშიაშვილმა.

ვერცერთმა მოწმემ და ვერც შსს-მ ვერ ახსნა, რა მოწოდება იყო და რას არ დავემორჩილე, არ ვთვლი რომ დამნაშავე ვარ და ვფიქრობ, სასამართლოც არ თვლის, რომ დამნაშავე ვარ, უბრალოდ ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მუშობს აქტივისტების წინააღმდეგ, რათა ჭკუა ასწავლოს მათ. განაჩენი წინასწარ იყო დაწერილი, რომელიც უბრალოდ ბატონმა კობამ წაიკითხა. დამაჯარიმეს 3 ათასი ლარით და რეჟიმს ჰგონია, რომ ეს სამი ათასი ლარი შემაშინებს, არ ვაპირებ გადახდა,- თქვა ელენე გაბელაიამ.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს არი დაშინების მცდელობა, თუმცა არ აპირებენ გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას და ამბობენ, რომ იქნებიან ყველგან, სადაც ადამიანებს მათი დახმარება დასჭირდებათ.