ერთი გარდაცვლილი და სამი მძიმედ დაშავებული - ტრაგედია ქორწილის დღეს
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - უმძიმესი ავარია გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გარდაცვლილია 18 წლის ბიჭი.
სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი "გორმედში" არიან გადაყვანილები.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქორწილის კოლონაში მყოფი ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.