დავით ხომერიკის გზავნილი: "ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირად ჩანს“
"ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირად ჩანს“ - ეს არის სინდისის პატიმარის, დავით ხომერიკისგზავნილი.
სასამართლო პროცესზე ახალგაზრდამ სწორედ ეს სტყვები დაწერა ფურცელზე და დარბაზში მყოფებს აჩვენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხომერიკის პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.